ტრენინგის მე-7 დღეს ვიმსჯელეთ შეფასების მრავალნაირ ფორმაზე. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შფასებაზე, რომელიც კარგად დაგვანახებს ნაშრომის მიზანს, მის შინაარსს და დანიშნულებას. ვფიქრობ, რომ შეფასების ინსტრუმენტობის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ დასახული მიზნები სწორად წარვმართო. შევაფასო როგორი იქნება ხარისხიანი ნამუშევარი, შევაფასო ნამუშევარში 21-ე საუკუნის უნარები. გამოვავლინო მოსწავლეთა მცდარი შეხედულებები.შევიტანო ცვლილებები სწავლის პროცესში, ხელი შევუწყო თანატოლთა უკუკავშირს. შეფასების მეთოდები დამეხმარება სწორი რეფლექსიების გაკეთებაში და მოსწავლეები უკეთესად დაინახავენ რა დონეზე მიაღწიეს დასახულ მიზანს. რაც უფრო მრავალფეროვან შეფასებას გამოვიენებ მით მეტად გამოვავლენ და განვავითარებ მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებს.
No comments:
Post a Comment