Monday, July 11, 2016


პროექტის პორტფოლიო



 

ტრენინგი პროექტებით სწავლა დამეხმარა იმაში ,რომ გავიგე პროექტის ფორმა, სტრუქტურა, თანმიმდევრობა. გავიგე როგორ ავარჩიო პრობლემური თემა, რა გავითვალისწინო პროექტზე მუშაობის დროს, რაც მთავარია როგორ მივაწოდო ეს ბავშვებს ისე,რომ ყველაფერი მათთვის საინტერესო და დაძლევადი იყოს. გავიგე რა საჭიროებები მჭირდება პროექტის დაწყებამდე,მსვლელობისა თუ დასრულების დროს.ზუსტად გავიგე რა ფორმატით ვისარგებლო და როგორ მიუდგე საკითხს. პროექტის მონიტორინგის ეტაპები მომცემს საშუალებას განვსაზღვრო შეფასების მეთოდები და რაც მთავარია მომცემს უკუკავშირს.დარწმუნებული ვარ პროექტი აამაღლებს მოტივაციას და ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს. მადლობა ირინა მარკოზაშვილს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.

Wednesday, July 6, 2016

ტრენინგის მე-7 დღეს ვიმსჯელეთ შეფასების მრავალნაირ ფორმაზე. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შფასებაზე, რომელიც კარგად დაგვანახებს ნაშრომის მიზანს, მის შინაარსს და დანიშნულებას. ვფიქრობ, რომ შეფასების ინსტრუმენტობის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ  დასახული მიზნები სწორად წარვმართო. შევაფასო როგორი იქნება ხარისხიანი ნამუშევარი, შევაფასო ნამუშევარში 21-ე საუკუნის უნარები. გამოვავლინო მოსწავლეთა მცდარი შეხედულებები.შევიტანო ცვლილებები სწავლის პროცესში, ხელი შევუწყო თანატოლთა უკუკავშირს. შეფასების მეთოდები დამეხმარება სწორი რეფლექსიების გაკეთებაში და მოსწავლეები უკეთესად  დაინახავენ რა დონეზე მიაღწიეს დასახულ მიზანს. რაც უფრო მრავალფეროვან შეფასებას გამოვიენებ  მით მეტად გამოვავლენ და განვავითარებ მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებს. 

Tuesday, July 5, 2016

ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშები. ეს ნიმუშები დამეხმარება, რომ პრინციპი მოვარგო ჩემი პროექტის თემას და ორიენტირება გავაკეთო მოსწავლის მიერ კვლევაზე, შეფასებაზე, დაკვირვებაზე, შედარებაზე და მისი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

Friday, July 1, 2016

   მე-5 დღეს დღეს ვიმსჯელეთ უკუკავშირის  მეთოდებზე. უკუკავშირი სასარგებლოა როგორც პროექტის ავტორისათვის ასევე შემაფასებლისათვის.
   გავეცანით ერთმანეთის პროექტებს. გავითვალისწინეთ რა გარკვეული კრიტერიუმები გავითამაშეთ უკუკავშირის სიმულაციები წყვილებში, რამაც კარგად დაგვანახა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, უკეთესად გამოიკვეთა მიზნობრიობა და გავერკვიეთ პროექტის მსვლელობაში.
   გავეცანით საავტორო ულებებს რათა არ მოხდეს შემდეგში ჩვენს მიერ საავტორო უფლების დარღვევა. ვეთანხმები აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის აღნიშვნის აუცილებლობასაც. რადგან ინფორმირებული იყოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პროექტს გაეცნობა.
   დავინახე საკომუნიკაციო საშუალებების დადებითი მხარე, რომელიც კოლეგებთან თანამშრომლობის საშუალებას მომცემს.  

Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მე-4 დღეს გავეცანი შეფასების ინსტრუმენტებს, შევადგინე  შეფასების დროში გაწერილი გეგმა, რომელიც საშუალებას მომცემს პროექტი შევუსაბამო სასწავლო მიზნებს, განვსაზღვრო შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტები. ეს გეგმა დამეხმარება  განვსაზღვრო მუშაობის ხარისხის შედეგი და პროექტის მონიტორინგის ეტაპები.

Monday, June 27, 2016

    შერჩეული სტანდარტის გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბებ სასწავლო მიზნებს, ამ მიზნებში აღწერილი მექნება თუ რა მსურს, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ.
    მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვებით დავაკავშირებ სასწავლო პროცესის  სხვადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის.
    ყოველივე ზემოთ აღნიშნულს გამოვიყენებ პროექტისათვის, რაც საგრძნობლად გამიადვილებს მასზე მუშაობას.
 

Friday, June 24, 2016

დავიწყე პროექტული სწავლება. გავიგე რა მნიშვნელობა აქვს პროექტს. პროექტით სწავლება დიდ შრომას მოითხოვს მოსწავლისა და მასწავლებლისაგან, თუმცა ხელს უწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში და ჩამოუყალიბებს მათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. შევისწავლე ბუკლეტის დამზადება, რაც დამეხმარება, ჩემი პროექტით საზოგადოების დაინტერესებაში.დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს.